„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედ საპარლამენტო საბჭოს წარუდგინა რეკომენდაციები ღია პარლამენტის 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით.
2017 წლის 14 მარტს გაიმართა ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს და საკონსულტაციო ჯგუფის შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ საპარლამენტო საბჭოს წევრი პარლამენტის წევრები, პარლამენტის აპარატის, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ახალ სამოქმედო გეგმაზე მსჯელობა. საკონსულტაციო ჯგუფის წევრმა ორგანიზაციებმა წარადგინეს საპარლამენტო ღიაობის სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით რეკომენდაციები.
საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს რეკომედაციები შეეხება შემდეგ ძირითად საკითხებს :
პარლამენტის საქმიანობის გამჭვირვალობის გაზრდა - პარლამენტის ვებ გვერდზე პარლამენტის წევრთა გაცდენების რაოდენობის და მიზეზების მითითება, სტენოგრაფიული ჩანაწერების, ოქმების ატვირთვა, ვიდეო არქივის შექმნა და ა.შ.
პარლამენტის ხარჯების გამჭვირვალობის გაზრდა - პარლამენტის წევრის მივლინების მიზნის, ხარჯის და დაფინანასების წყაროს პარლამენტის ვებ გვერდზე განთავსება
საპარლამენტო კონტროლის გამჭვირვალობა და გაძლიერება - ინფორმაციის თავისუფლებასთან დაკავშირებული ანგარიშების განხილვის პროცედურის დახვეწა
მოქალაქეთა ინფორმირების უზრუნველყოფა საპარლამენტო და კანონშემოქმედებითი საქმიანობის შესახებ - განმარტებითი ბარათის შინაარსობრივი მხარის გაუმჯობესება, საინფორმაციო ბიულეტენის სერვისის დანერგვა და აშ.
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ: https://goo.gl/cQPRjW
Here you can find information about your representatives in Parliament and the decisions they make on your behalf.