15 ივნისს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა იდეის (პრინციპების) დონეზე მოიწონა საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველოს საკანონმდებლო წინადადება, რომელიც ითვალისწინებს ისეთი წინასაარჩევნო რეკლამის აკრძალვას, რომელიც შეიცავს ომისა და ძალადობის პროპაგანდას, არსებულ სახელმწიფო და საზოგადოებრივი წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან დამხობისაკენ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისაკენ, ეროვნული შუღლისა და მტრობისაკენ, რელიგიური და ეთნიკური დაპირისპირების მოწოდებას.
საკანონმდებლო წინადადება სამუშაო ჯგუფში მუშაობის შემდეგ მიიღებს საკანონმდებლო ინიციატივის სახეს და წარედგინება პარლამენტის ბიუროს.
Here you can find information about your representatives in Parliament and the decisions they make on your behalf.