The site is being updated.

57-ე ბიუროს სხდომა (16 მაისი, 2017)

16 May 2017

1. ბიუროზე დარეგისტრირდა პარლამენტის წევრების (ე. ბესელია, ლ. გოგიჩაიშვილი, ბ. ოდიშარია, გ. ფოფხაძე, ა. ზოიძე, ი. ბერაია, ს. ზურაბიშვილი) ინიციატივა ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ, რომელიც ითვალისწინებს:

  • ადმინისტრაციულ-სამართლებრივ პასუხისმგებლობას დღის (07.00-23.00 საათამდე) და ღამის საათებში (23.00-07.00 საათამდე) ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებისათვის (გაფრთხილება, ჯარიმა). ხმაურის დასაშვები ნორმები დადგენდება ტექნიკური რეგლამენტით.
  • და სხვა ცვლილებები

კანონპროექტი იხ. აქ: http://info.parliament.ge/#law-drafting/13855

------

2. ბიუროზე დარეგისტრირდა ე. ბესელიას. ვ. ზარდიაშვილისა და ლ. გოგიჩაიშვილის ინიციატივა საერთო სასამართლოების შესახებ და საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ კანონებში ცვლილებების შეტანის შესახებ.

როგორც განმარტებით ბარათში აღნიშნავენ ცვლილებების მიზანია: „2017 წლის 1 ივლისიდან „საქართველოს საერთო სასამართლოების შესახებ“ შეტანილი იმ ცვლილების ტექნიკური მიზეზებით გაუქმების თავიდან აცილება, რომელიც მართლმსაჯულების სისტემის ინსტიტუციური რეფორმის მესამე ტალღის ფარგლებში განხორციელდა".

კანონპროექტები იხ. აქ: http://info.parliament.ge/#law-drafting/13857

------

3. ბიუროზე დარეგისტრირდა გრ. ლილუაშვილის ი. წულაიას ინიციატივა პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ რომლის თანახმად:

  • განისაზღვრება უნებართვოდ ან სანებართვო პირობების დარღვევით ან/და შეუსრულებლობით ნაწარმოები სამშენებლო სამუშაოებისთვის იმ სამართალდამრღვევი სუბიექტების საჯარიმო სანქციებისგან გათავისუფლების დროებითი 1 წლიანი მექანიზმი, რომელთა მიერ კანონით დადგენილი კონკრეტული სამშენებლო საქმიანობა
  • და სხვა ცვლილებები

კანონპროექტი იხილეთ აქ: http://info.parliament.ge/#law-drafting/13853

------

4. ბიუროზე დარეგისტრირდა უმცირესობაში შემავალი ფრაქციების დადგენილების პროექტი „საქართველოს მთავარი აუდიტორის ჯანმრთელობის ხელყოფის ფაქტის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანშეწონილობის თაობაზე". შემადგენლობა - 11 წევრი, საქმიანობის ვადა 3 თვე.

იხ: http://info.parliament.ge/#law-drafting/13874

------

5. ბიუროზე დარეგისტრირდა ი. სესიაშვილის ინიციატივა სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ, რომლის თანახმად:

  • იცვლება წვევამდელის მიერ სამხედრო სამსახურისათვის თავის არიდების ჩანაწერი და ახლებურად ყალიბდება კერძოდ „წვევამდელის მიერ სამხედრო სამსახურისათვის თავის არიდება, მათ შორის ავადმყოფობის სიმულაციით, სხეულის თვითდაზიანებით, ყალბი დოკუმენტის გამოყენებით ან სხვაგვარად მოტყუებით,-ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე" (არსებული რედაქციით „წვევამდელის მიერ სამხედრო სამსახურისათვის თავის არიდება,- ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე"

კანონპროექტი იხ. აქ: http://info.parliament.ge/#law-drafting/13859

------

6. ბიუროზე დარეგისტრირდა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ინიციატივა სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ. კერძოდ:

 

  • კანონპროექტით წესდება ნებართვის ახალი სახე სიგარაბარის მოწყობასთან დაკავშირებით, რომლის სანებართვო მოსაკრებელი შეადგენს 15 000 ლარს და გაიცემა 4 წლის ვადით
  • და სხვა ცვლილებები

კანონპროექტები იხილეთ აქ: http://info.parliament.ge/#law-drafting/13847

------

7. ბიუროზე დარეგისტრირდა ე. ბესელიასა და გ. ფოფხაძის ინციატივა დიპლომატიური სამსახურის შესახებ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ, რომლის თანახმად:

  • შს მინისტრს ენიჭება უფლებამოსილება, საჭიროების შემთხვევაში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით 1 წლამდე გაუგრძელოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში როტაციის წესით სამუშაო მივლინებით წარგზავნილ პოლიციის ატაშეს, ხოლო საერთაშორისო ორგანიზაციის შესაბამის სტრუქტურაში – მეკავშირე ოფიცერს, აგრეთვე მათი აპარატების თანამდებობის პირებს როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადა.

კანონპროექტი იხ. აქ:http://info.parliament.ge/#law-drafting/13856

-------

8.ბიუროზე დარეგისტრირდა გრ. ლილუაშვილისა და ბ. ოდიშარიას ინიციატივა ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ, რომლის თანახმად:

  • გადამხდელის ვალდებულების შესრულების (მოსაკრებლის გადახდის განწილვადების შესახებ) ვადის გადაწევას 2019 წლის 1 იანვრამდე, თუ შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების თაობაზე განცხადება უფლებამოსილ ორგანოში წარდგინილი იქნება 2019 წლის 1 იანვრამდე (იყო 2016 წლის 1 იანვრამდე) და შენობა-ნაგებობა დააკმაყოფილებს ექსპლუატაციაში მიღებისათვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.
  • და სხვა ცვლილებები

კანონპროექტი იხ. აქ: http://info.parliament.ge/#law-drafting/13854

 

 

My Parliament

Here you can find information about your representatives in Parliament and the decisions they make on your behalf.