25 აპრილს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“, პარლამენტის მონიტორინგის პროექტის ფარგლებში, აღმოსავლეთ საქართველოს მაჟორიტარი პარლამენტის წევრების ბიუროების წარმომადგენლებისათვის ტრენინგი ჩაატარა. ტრენინგი ბიუროების მიერ არჩეულ თემატიკასთან დაკავშირებით ჩატარდა.
ორგანიზაციის წარმომადგენლებმა გიგი ჩიხლაძემ, ლიკა საჯაიამ და თამარ ტატანაშვილმა ისაუბრეს ცენტრალური და ადგილობრივი თვითმმართველობის უფლება-მოვალეობებზე, საპარალემენტო კონტროლსა და მაჟორიტარი წევრების ბიუროების საქმიანობის შეფასებაზე.
საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო ყოველწლიურად ატარებს ტრენინგებს მაჟორიტარი წევრების ბიუროებისათვის, მათთვის საინტერესო და მნიშვნელოვან საკითხებზე.
დამატებით იხილეთ: https://goo.gl/Y6YZm4


აქ ნახავთ ვინ წარმოგადგენთ პარლამენტში და რა გადაწყვეტილებები მიიღება თქვენი სახელით