მიმდინარეობს საიტის განახლება.

საკონსტიტუციო კომისიის საქმიანობის პროცესში წარდგენილი მოსაზრებები და კონსტიტუციის ცვლილებების პროექტები

08 მაისი 2017

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ დაასრულა კონსტიტუციის გადასინჯვის პროექტზე მუშაობა. ბოლო სხდომა 2017 წლის 22 აპრილს  შედგა, რის შემდეგაც დაიწყო დოკუმენტის საყოველთაო სახალხო განხილვები.

კომისიის საქმიანობის პროცესში განიხილებოდა როგორც კომისიის წევრი ისე არაწევრი პირებისაგან შემოსული წინადადებები და ინიციატივები. ვინაიდან კომისიაში შესული წინადადებები, ასევე კონსტიტუცის პროექტების სხვადასხვა ვერსია, რომელიც განიხილებოდა არ არის განთავსებული საჯაროდ პარლამენტის ვებ გვერდზე, ვფიქრობთ საინტერესო იქნება საზოგადოებისათვის აღნიშნული ინფორმაციის მიწოდება.

წარმოგიდგენთ საკონსტიტუციო კომისიაზე წარდგენილ წინადადებებსა და მოსაზრებებს კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით, ასევე კომისიის მუშაობის პროცესში არსებული პროექტების ვერსიებს და ინფორმაციას კონსტიტუციის პროექტების საყოველთაო სახალხო განხილვების განრიგის შესახებ.

კომისიის შექმნა

საქართველოს პარლამენტმა კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტის მომზადების მიზნით 2016 წლის 15 დეკემბერს შექმნა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია, რომლის შემადგენლობა 73 წევრით განისაზღვრა. საკონსტიტუციო კომისიას ხელმძღვანელობდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, ხოლო კომისიის მდივანი პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თამარ ჩუგოშვილი იყო.

საკონსტიტუციო კომისიაში შეიქმნა ოთხი სამუშაო ჯგუფი:

  • ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების, სასამართლო ხელისუფლების, საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულისა და ზოგადი და გარდამავალი დებულებების საკითხთა სამუშაო ჯგუფი

  • საქართველოს პარლამენტის, ფინანსებისა და კონტროლის და საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის საკითხთა სამუშაო ჯგუფი

  • საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და თავდაცვის საკითხთა სამუშაო ჯგუფი

  • ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხთა სამუშაო ჯგუფი

თავმჯდომარის ბრძანებით განისაზღვა კომისიის შემადგენლობა:

  • საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე

  • საპარლამენტო უმრავლესობის, საპარლამენტო უმცირესობის და იმ ფრაქციის წევრები, რომელიც არ არის გაერთიანებული საპარლამენტო უმრავლესობაში ან საპარლამენტო უმცირესობაში, აგრეთვე დამოუკიდებელი პარლამენტის წევრი

  • ბოლო საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე იმ პარტიებისა და იმ ბლოკების პირველი ნომერი პარტიების თითო წარმომადგენელი, რომელთაც ვერ გადალახეს საარჩევნო ბარიერი, მაგრამ მიიღეს ამომრჩეველთა ხმების 3% მაინც

  • საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი და საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი

  • საქართველოს იუსტიციის მინისტრი და საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი

  • საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე

  • საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე

  • აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების ხელმძღვანელები

  • საქართველოს სახალხო დამცველი

  • საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი

  • სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორი

  • ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი

  • ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები

საპარლამენტო უმრავლესობას, საპარლამენტო უმცირესობას და იმ ფრაქციას, რომელიც არ არის გაერთიანებული საპარლამენტო უმრავლესობაში ან საპარლამენტო უმცირესობაში, პარლამენტში მიღებული მანდატების რაოდენობის პროპორციის გათვალისწინებით კომისიაში განესაზღვრა შემდეგი კვოტები:

  • საპარლამენტო უმრავლესობა – 23 წევრი

  • საპარლამენტო უმცირესობა – 8 წევრი

  • ფრაქცია „საქართველოს პატრიოტები“ – 2 წევრი

  • პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი - 1 წევრი

საქართველოს პრეზიდენტმა კომისიის შექმნისთანავე განაცხადა, რომ პროტესტის ნიშნად არ ჩაერთვებოდა კომისიის მუშაობაში. ეს გადაწყვეტილება ძირითადად უკავშირდებოდა იმას, რომ არ იქნა გათვალისწინებული პრეზიდენტის მიერ შეთავაზებული კომისიის შექმნის წესი და არ მოხდა კომისიის თანათავმჯდომარედ მისი დანიშვნა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის სამ წარმომადგენელს (საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს, საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანსა და პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს), რომლებიც კომისიის ექს-ოფიციო წევრები იყვნენ, არ მიუღიათ მონაწილეობა კომისიის მუშაობაში.

ასევე უნდა აღინიშნოს კომისიის თავდაპირველი შემადგენლობის ცვლილების შესახებაც, კერძოდ კომისიის საქმიანობის დასრულებამდე შემადგენლობა წევრთა ნაწილმა დატოვა, წევრთა ცვლილების შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ გამოსცა ბრძანება. კომისიის მუშაობისათვის ბოიკოტის გამოცხადების და მისი დატოვების შესახებ გაკეთდა საჯარო განცხადებები და ასევე მიმართეს წერილობით კომისიას. აღნიშნულის მიზეზად კომისიის დატოვების მმართველი პარტიის მიერ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიების შემოთავაზების გაუთვალისწინებლობა დასახელდა.

საკონსტიტუციო კომისია საქმიანობის პროცესში, მათ შორის ბოლო სხდომის დროს დატოვა შემდეგმა წევრებმა :

  • საპარლამენტო უმცირესობისა (სერგი კაპანაძე; ოთარ კახიძე; გიორგი ტუღუში; ზურაბ ჭიაბერაშვილი; ხათუნა გოგორიშვილი; სალომე სამადაშვილი; მამუკა ჩიქოვანი; ირაკლი აბესაძე.)  

  • ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების” წევრებმა (ირმა ინაშვილი; ნატო ჩხეიძე)

იმ პარტიებისა წარმომადგენლებმა, რომლებმაც ბოლო საპარლამენტო არჩევნებში ვერ გადალახეს საარჩევნო ბარიეი, მაგრამ მიიღეს ამომრჩეველთა ხმების 3 %:

  • შალვა შავგულიძე (მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება - „თავისუფალი დემოკრატები“)

  • დიმიტრი ლორთქიფანიძე (პოლიტიკური პარტია - „დემოკრატიული მოძრაობა − ერთიანი საქართველო“)

  • გიორგი გუგავა („საქართველოს ლეიბორისტული პარტია“)

  • ნიკა მაჭუტაძე (მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება - „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“).

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის პროცესში განხილული პროექტები და წინადადებები

საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის პროცესში არაერთი ინიციატივა და ალტერნატიული წინადადება იქნა წარდგენილი როგორც კომისიის წევრების, ისე არაწევრი ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ. აღნიშნული ინიციატივები განიხილებოდა შესაბამისი სამუშაო ჯგუფის სხდომებზე. კომისიის საქმიანობის პროცესი იყოფა სამ ეტაპად.

წარმოგიდგენთ კომისიის საქმიანობის პირველ ეტაპზე წარმოდგენილ კონსტიტუციის პროექტებს და კომისიის საქმიანობის პროცესში წარმოდგენილ წინადადებებს, მოსაზრებებს:

კონსტიტუციის გადასინჯვის საბოლოო პროექტი

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ საქართველოს კონსტიტუციის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის გადასინჯვის პროექტებს 43 ხმით, 8-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა.  პროექტს პარლამენტის 108 წევრმა მოაწერა ხელი. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად განიხილა და ერთხმად მიიჩნია დადასტურებულად ხელმოწერების ნამდვილობა. აღნიშნულის შესახებ დასკვნა მიეწოდა პარლამენტის ბიუროს და ინიციირებულად ითვლება პროექტი.

საყოველთაო სახალხო განხილვის გრაფიკი

პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე განიხილა და მხარი დაუჭირა საყოველთაო სახალხო განხილვის კომისიის შემადგენლობას რომელიც 9 წევრით განისაზღვრა. კომისიას პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს.

კომისიის შემადგენლობაში არიან:

  • პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი

  • პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ირმა ინაშვილი

  • პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე სერგი კაპანაძე

  • პარლამენტის წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი

  • ექსპერტი ვასილ გონაშვილი

  • ექსპერტი თენგიზ შარმანაშვილი

  • „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური

  • პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის მთავარი სპეციალისტი თორნიკე ჭეიშვილი

პარლამენტმა ასევე განსაზღვრა საყოველთაო სახალხო განხილვების ჩატარების განრიგი, კერძოდ შეხვედრები შედგება შემდეგი წესით:

  • 5 მაისი – ქუთაისი

  • 6 მაისი – ამბროლაური

  • 7 მაისი – ოზურგეთი

  • 8 მაისი – ბათუმი

  • 9 მაისი – ზუგდიდი

  • 10 მაისი – ახალციხე

  • 11 მაისი – გორი

  • 12 მაისი – თელავი

  • 13 მაისი – მცხეთა

  • 14 მაისი – რუსთავი

  • 15 მაისი – თბილისი

განხილვების II ეტაპი:

  • 18 მაისი - ზესტაფონი
  • 19 მაისი -  სამტრედია
  • 22 მაისი -  სიღნაღი
  • 22 მაისი -  ხულო
  • 23 მაისი - მარნეული
  • 23 მაისი - ფოთი
  • 24 მაისი - ოზურგეთი
  • 25 მაისი - ყაზბეგი
  • 25 მაისი - მესტია
  • 29 მაისი - თბილისი
  • 30 მაისი - თბილისი

 

ჩემი პარლამენტი

აქ ნახავთ ვინ წარმოგადგენთ პარლამენტში და რა გადაწყვეტილებები მიიღება თქვენი სახელით