2 მაისს ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ და საბჭოსთან არსებულმა საკონსულტაციო ჯგუფმა საქართველოს საპარლამენტო ღიაობის 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმის საბოლოო ვერსია დაამტკიცა.
სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებები პასუხობენ ღია მმართველობის პარტნიორობის პრინციპებსა და გამოწვევევებს, მათ შორის საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს მიერ წარდგენილი და დამტკიცებული ვალდებულებებია:
ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება (თანაავტორი: საქართველოს პარლამენტი)
პარლამენტის შენობაში მოქალაქეთა შესვლისა და სხდომებზე დასწრების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა
პარლამენტის წევრის მივლინების მიზნის, ხარჯის და დაფინანასების წყაროს პარლამენტის ვებ გვერდზე განთავსება
სადეპუტატო კითხვებთან დაკავშირებით სტატისტიკური მონაცემების გამოქვეყნება
საჯარო ინფორმაციის შესახებ ე.წ. „10 დეკემბრის ანგარიშების” განხილვის წესის განსაზღვრა
პარლამენტის წევრების მიერ საპატიო მიზეზით გაცდენილი პლენარული და კომიტეტის სხდომების შესახებ ინფორმაციის განთავსება პარლამენტის ვებ გვერდზე
განმარტებითი ბარათის შინაარსობრივი მხარის გაუმჯობესება
დღის წესრიგში ცვლილების შეტანის დასაბუთების ვალდებულება
საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველოს მიერ წარდგენილი რეკომენდაციებიდან პარლამენტმა იდეის დონეზე მოიწონა, თუმცა ვალდებულების სახით სამოქმედო გეგმაში ასახვას მხარი არ დაუჭირა შემდეგ საკითხებს:
საინფორმაციო ბიულეტენებისა და მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით ინფორმაციის გამოწერის მომსახურების დანერგვა
სხდომების სტენოგრაფიული ჩანაწერების განთავსება
მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს წევრებისა და პარლამენტის წარმომადგენლების განმარტებით აღნიშნულის საფუძველს წარმოადგენს ის გარემოება, რომ მათ ამ ეტაპისთვის არ გააჩნიათ სათანადო ადამიანიური და ფინანსური რესურსები ზემოხსენებული ვალდებულების განხორცილებისათვის.
შეხვედრაზე თითეული ვალდებულება დეტლაურად იქნა განხილული და როგორც საბჭოს, ასევე საკონსულტაციო ჯგუფის წევრებმა ვალდებულებებისა და რეკომენდაციების ნაწილში თავიანთი ხედვები და მოსაზრებები გამოთქვეს. სამოქმედო გეგმის საბოლო ვარიანტი წარედგინება საქართველოს პარლამენტს.



აქ ნახავთ ვინ წარმოგადგენთ პარლამენტში და რა გადაწყვეტილებები მიიღება თქვენი სახელით