პარლამენტში 29 მაისს დარეგისტრირდა პარლამენტის 21 წევრის[1] ინიციატივა სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ კანონსა და თანმდევ კანონებში ცვლილებების შეტანის შესახებ. კანონპროექტის მიზანია დაარეგულიროს უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა მიერ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შეძენის საკითხი.
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების საკითხი აქტიურად განიხილებოდა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაშიც. კონსტიტუციის ინიციირებული პროექტის მე-19 მუხლის მეოთხე პუნქტის თანახმად განისაზღვრა, რომ „მიწაზე, როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის რესურსზე, საკუთრების უფლებას აწესრიგებს ორგანული კანონი”. აღნიშნული ჩანაწერი, როგორც ინიციატორები აღნიშნავენ მიწას ანიჭებს განსაკუთრებული მნიშვნელობის რესურსის სტატუსს და მოითხოვს ორგანული კანონით მიწაზე საკუთრების უფლების საკითხის მოწესრიგებას.
სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება ცალსახად დადებითი გადაწყვეტილებაა. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრებაზე სპეციალური რეგულაციების დაწესება ცნობილია საზღვარგარეთის ქვეყნების კანონდებლობისთვისაც. სპეციალური რეგულაციები ძირითადად უკავშირდება მიწის, როგორც მნიშვნელოვანი რესურსის რაციონალრ გამოყენებას და ასევე ქვეყნის უსაფრთხოების საკითხებს საზღვართან არსებული მიწების გასხვისების შემთხვევაში. მნიშვნელოვანია, რომ კანონით განსაზღვრული მიწის საკუთრების შეზღუდვა ემსახურებოდეს ლეგიტიმურ მიზნებს, არ ქმნიდეს გაუმართლებელ ხელოვნურ ბარიერებს და ამ გზით არ აზარალებდეს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას. კორუცფიის რისკების თავიდან აცილებისათვის ასევე მნიშვნელოვანია კანონი შეიცავდეს აღსრულების ეფექტურ მექანიზმებს, შეზღუდვისა და გადაწყვეტილების მიღების მკაფიო რეგულაციებს.
უცხოელთა მიერ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული კანონდებლობა და საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა
სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწაზე საკუთრების წარმოშობის რეგულირებას ახდენს სპეციალური კანონი. კანონმა არაერთი ცვლილება განიცადა მიწის შემძენ სუბიექტთა განსაზღვრის თვალსაზრისით და გახდა საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობის საგანი[2].
თავდაპირველად, 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილებით, სასამართლომ დაადგინა, რომ შეზღუდვა, რომლითაც უცხოელებს მიწის შეძენა ეკრძალებოდათ, ხოლო მემკვიდრეობით მიღებულის გაყიდვა ევალებოდათ, ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მოთხოვნებს და „ირღვევა გონივრული ბალანსი კერძო და საჯარო ინტერესებს შორის და სადავო ნორმით დადგენილი შეზღუდვა არის არაპროპორციული“. ამის შემდეგ განხორციელდა საკანონმდებლო ცვლილებები, კერძოდ „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონში 2013 წლის 28 ივნისს შეტანილი ცვლილების თანახმად, უცხოელს 2014 წლის 31 დეკემბრამდე შეეზღუდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე საკუთრების (მათ შორის მემკვიდრეობით) მოპოვების უფლება[3].
მიწის შეძენაზე დროებიტი მორატიურიუმი გასაჩივრდა საკონსტიტუციო სასამართლოში. მოსარჩელის, მათიას ჰუტერის ინტერესებს იცავდა საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო”. მოსარჩელე უთითებდა, რომ სადავო ნორმის საფუძველზე, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შეძენა და მემკვიდრეობით მიღების აკძალვა ეწინააღმდეგებოდა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით განსაზღვრულ საკუთრებისა და მე-14 მუხლით განმტკიცებულ თანასწორობის უფლებებს.. მოსარჩელე მხარემ განმწესრიგებელ სხდომაზე განმარტა, რომ სადავო ნორმა იმ ნორმების იდენტური შინაარსის იყო, რომლებიც საკონსტიტუციო სასამართლომ 2012 წლის 26 ივნისის No3/1/512 გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ცნო. აღნიშნული გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი კანონის ნორმა, რომელიც უცხოელს უკრძალავდა სასოფლო-სამეურნეო მიწის შეძენას ან მემკვიდრეობით მიღებას. მოსარჩელე მხარემ ასევე განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუცია კონკრეტული უფლების განსაზღვრული ვადით შეზღუდვას არ ითვალისწინებს.
სასამართლოს გადაწყვეტილებით ძალადაკარულად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის 21–ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით „სასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-3 პუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც 2014 წლის 31 დეკემბრამდე უცხოელს უკრძალავდა სასოფლო-სამეურნეო მიწაზე საკუთრების და მემკვიდრეობის უფლებას[4].
უცხოელების მიერ მიწის შეძენის საკითხი მერვე მოწვევის პარლამენტშიც განიხილებოდა. მთავრობის (იუსტიციის სამინისტროს) ინიციატივა., რომელიც მევრე მოწვევის პარლამენტის მიერ არ იქნა მიღებული და ინციირების შემდეგ შეჩერდა მისი განხილვები. მეცხრე მოწვევის პარლამენტმა მთავრობის ამ ინიციატივის განხილვის გაგრძელება მიზანშეწონილად ცნო. ამ პროექტის თანახმად, საქართველოში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწას ვეღარ შეისყიდის უცხოეთში დაფუძნებული კომპანია ან სხვა იურიდიული პირი. მიწის გასხვისება უცხოელ ფიზიკურ პირზე ან უცხოურ კომპანიაზე, თუნდაც, ის საქართველოში იყოს დაფუძნებული, ვერ მოხდება საქართველოს საზღვრის მიმდებარე 5-კილომეტრიან ზოლში და მთავრობის მიერ დადგენილ შესაბამის სასაზღვრო ზონაში. სამაგიეროდ, უცხოელს რომელიც მემკვიდრეობით მიიღებს სასოფლო-სამეურნეო მიწას,შეეძლება გახდეს ამ მიწის მესაკუთრე.
ფიზიკურ პირებს, უცხოელებს და იმ კომპანიებს, რომლებიც დაფუძნდებიან საქართველოში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, შეეძლებათ სასოფლო-სამეურნეო მიწის მესაკუთრეები გახდნენ მხოლოდ შემდეგი წესების დაცვით: თუკი მათ ექნებათ საქართველოს ტერიტორიაზე აგრარულ სექტორში მუშაობის 5-წლიანი გამოცდილება, ხოლო ფიზიკური პირისშემთხვევაში, მას პარალელურად უნდა ჰქონდეს საქართველოში მუდმივი ბინადრობის ან საინვესტიციო ბინადრობის უფლება.
ახალი ინიციატივა და შემოთავაზებული ცვლილებები
29 მაისს პარლამენტის 21 წევრის მიერ ინიციირებულ კანონპროექტის განმარტებით ბარათში აღინიშნა, მათი მოსაზრებით „აღნიშნული ცვლილება ვერ გახდება მიწაზე უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა საკუთრების უფლების აბსოლუტური შეზღუდვის საფუძველი, თუმცა, იგი შესაძლებელს გახდის საკითხის განსაკუთრებულ რეგლამენტაციას მიწის განსაკუთრებული სტატუსიდან გამომდინარე”, თუმცა წარმოდგენილი ინიციატივა არაგონივრულ ბარიერებსა, ბუნდოვან ჩანაწერებსა და ხარვეზებს შეიცავს უცხოელთათვის სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების წარმოშობასთან დაკავშირებით.
კონკრეტულ ცვლილებებზე საუბრისას ყურადსაღებია ის გარემოება, რომ 2017 წლის 25 მაისის ინციირებული კანონპროექტის განმარტებითი ბარათში დასაბუთების ნაწილი უმეტესწილად იდენტურია 2014 წელს მთავრობის (იუსტიციის სამინისტროს) მიერ ინიციირებული კანონპროექტის განმარტებითი ბარათისა.
ცვლილებები უცხოელის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირის (თუ მის დამფუძნებელს წარმოადგენს ან წილის/აქციათა 50%-ზე მეტის მესაკუთრეა უცხოელი ფიზიკური პირი ან უცხოელი ფიზიკური პირის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირი, რომლის კაპიტალის 50%-ზე მეტი წილის/აქციის მფლობელს ერთად ან/და ჯამურად წარმოადგენს საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირი ან/და უცხო ქვეყნის კანონმდებლობით შექმნილი იურიდიული პირი ან/და საქართველოში რეგისტრირებული მისი ფილიალი) საკუთრების უფლების წარმოშობისათვის წინაპირობებს ითვალსიწინებს, კერძოდ:
უცხოელის მიერ საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირმა უნდა წარმოადგინოს:
უცხოელი საკუთრების უფლებას მოიპოვებს, თუ:
ცვლილებით გათვალისწინებული შეზღუდვები:
ინიციატივის თანახმად, დაუშვებელია:
კანონპროექტის რეგულირებისაგან გამონაკლისი შემთხვევა:
საკანონდებლო ცვლილებების ხარვეზები და რეკომენდაციები
კანონპროექტიდან და განმარტებითი ბარათიდან არ ჩანს ლეგიტიმური მიზანი, რასაც უნდა ემსახურებოდეს უცხოელებზე სასოფლო-სამეურნეო მიწის მიყიდვის აკრძალვა. ხელოვნური ბარიერები და კანონის ბუნდოვანი რეგულაციები ვერ უზრუნველყოფს კანონის ეფექტურ აღსრულებას და წარმოშობს კორუფციის რისკებს. აღნიშნული კი უარყოფითად იმოქმედებს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასა და საინვესტიციო გარემოზე.
წაროგიდგენთ კანონპროექტთან დაკავშირებით “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” ძირითად მოსაზრებებსა და შენიშვნებს:
მნიშვნელოვანია გაანალიზდეს და შეფასდეს ცვლილებებისა და ეკონომიკური განვითარების თანაფარდობა. ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი მთავარი საფუძველი ინვესტიციებია. ისეთი განვითარებადი ქვეყნისთვის კი, როგორიც საქართველოა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა, რადგანაც შიდა ინვესტიციები, როგორც წესი, დეფიციტურია. უცხოელებისათვის მიწის მიყიდვის აკრძალვა იყო ერთ-ერთი ფაქტორი, რომელმაც შეიძლება ითქვას, რომ უარყოფითი ზეგავლენა იქონია ქვეყნაში მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს ჩამოყალიბებაზე[11]. მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში არ დაზარალდეს ქვეყნის ეკონომიკური ინტერესები. ინვესტორების მოზიდვა კი მზარდი ეკონომიკის პირობებში მთავრობის უმნიშვნელოვანესი ინტერესი უნდა იყოს. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში მიწის უდიდესი ნაწილი დაუმუშავებელია და ამ პირობებში ინვესტორებისთვის მკაცრი შეზღუდვების დაწესება მიზანშეწონლად არ მიგვაჩნია.
[1] ე. ბესელია, ო. დანელია, ა. თალაკვაძე, ვ. ზარდიაშვილი, ი. სესიაშვილი, ლ. გოგიჩაიშვილი, ბ. ნაცვლიშვილი, გ. ჟორჟოლიანი, გრ. ლილუაშვილი, ს. კილაძე, თ. კოხრეიძე, რ. კაკულია, რ. იონათამიშვილი, მ. ჯაში, ბ. ოდიშარია, ი. ბერაია, ზ. გაბუნია, გ. სამხარაული, დ. სონღულაშვილი, ს. ნოზაძე, დ. მათიკაშვილი
[2] ვრცლად იხ.: „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო”, უცხოელებისთვის მიწის შეძენის აკრძალვა: კონსტიტუციის დარღვევა და საინვესტიციო გარემოზე უარყოფითი გავლენა, 19 ივლისი, 2013, https://goo.gl/eYMkfy
[3] ვრცლად იხ: https://goo.gl/hILMWC
[4] ვრცლად იხ: https://goo.gl/5QFAMj
[5] ან/და საქართველოში რეგისტრირებული მისი ფილიალი, ასევე უცხო ქვეყნის კანონმდებლობით შექმნილი იურიდიული პირის ან/და საქართველოში რეგისტრირებული მისი ფილიალი და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტს, როგორც მიწის, ასევე საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირი
[6] საქართველოს კანონის პროექტი „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, მუხლი 1, „ბ” პუნქტი, 19 მუხლის რედაქცია.
[7] საქართველოს კანონის პროექტი „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, მუხლი 1, „ბ” პუნქტი.
[8] საქართველოს კანონის პროექტი „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, მუხლი 1, „ბ” პუნქტი.
[9] საქართველოს კანონის პროექტი „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, მუხლი 1, „ბ” პუნქტი, 15 მუხლის რედაქცია.
[10] საქართველოს კანონის პროექტი „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, მუხლი 1, „ბ” პუნქტი, 13, 16 მუხლების რედაქცია.
[11] ვრცლად იხ.: „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო”, საქართველოს საინვესტიციო გარემოს გამოწვევები, 05 თებერვალი, 2015, https://goo.gl/ssB2SR .
აქ ნახავთ ვინ წარმოგადგენთ პარლამენტში და რა გადაწყვეტილებები მიიღება თქვენი სახელით