ბიუროს 104-ე სხდომა
ბიუროზე დარეგისტრირდა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ინიციატივა (ავტორი: სამუშაო ჯგუფი სასამართლო რეფორმის მე-4 ეტაპის განხორციელების საკითხებზე) საერთო სასამართლოების შესახებ კანონსა და თანმდევ კანონებში ცვლილებების შეტანის შესახებ.
ცვლილებები საერთო სასამართლოების შესახებ კანონში
იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ენიჭება უფლებამოსილება, სააპელაციო სასამართლოში განახორციელოს მოსამართლეთა უფრო ვიწრო სპეციალიზაცია
განისაზღვრება სასამართლოს შესაბამისი მოხელის (მაგისტრის) კომპეტენცია, თანამდებობაზე დანიშვნისა და განთავისუფლების წესი, აგრეთვე საკვალიფიკაციო მოთხოვნები, დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხი
ცვლილებები სამოქალაქო საპროცესო კოდექსში
განისაზღვრება სასამართლოს შესაბამისი მოხელე (მაგისტრი) უფლებამოსილია, განიხილოს შემდეგი საქმეები: ა) საქართველოს საბანკო დაწესებულებების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების - კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტების მიერ დადებული, მათ შორის ელექტრონული ფორმით დადებული, სესხის (კრედიტის) ხელშეკრულებებიდან გამომდინარე სარჩელები, თუ სარჩელის ფასი არ აღემატება 5000 ლარს
სარჩელები, რომლებიც გამომდინარეობს საქართველოს საბანკო დაწესებულებების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების მიერ დადებული, მათ შორის ელექტრონული ფორმით დადებული, სესხის ხელშეკრულებიდან, სასამართლოს წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლის მიერ ერთპიროვნულად განხილვას ექვემდებარება ქონებრივ-სამართლებრივი დავა, რომლისღირებულება არ აღემატება 20 000 ლარს, ასევე, საჩივარი პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების განჩინების თაობაზე
შესაძლებელი ხდება სარჩელის (განცხადების) ელექტრონული ფორმით წარდგენა, ხოლო ელექტრონული საქმისწარმოების წესის მიღებაზე უფლებამოსილ სუბიექტად განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო, ასეთი წესით წარდგენისას არ მოითხოვება სარჩელზე ხელმოწერის არსებობა და სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარდგენა
ქონებრივ-სამართლებრივ დავაში სააპელაციო საჩივრის დასაშვებობისათვის დგინდება 2 000 ლარიანი ზღვარი, ნაცვლად 1000 ლარისა
საქმის განხილვის მომზადების სტადიაზე წარმოდგენილი მტკიცებულებების ავტომატურად დაერთვება საქმეს და განიხილება, და შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, ამოღებული იქნება დადგენილი წესით საქმის მთავარ სხდომაზე. ხოლო საქმის მოსამზადებელი ეტაპის დასრულების შემდეგ წარმოდგენილი მტკიცებულებების მიღების საკითხს სასამართლო განიხილავს მხარეთა მოსაზრებების გათვალისწინებით, ზეპირი მოსმენით
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების განხილვასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოში გადაიგზავნება მხოლოდ სასამართლოს განჩინება და საქმის დამოწმებული ასლები, ხოლო საქმის დედანი მასალები დარჩება და საქმის განხილვა გაგრძელდება სასამართლოს მიერ საერთო წესით
ცვლილებები ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში
იმ საქმეთა კატეგორიებს, რომელთა ერთპიროვნულად განხილვაც დასაშვებია, ემატება შემდეგი კატეგორიის საქმეები: ყველა ადმინისტრაციული ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავები, მეწარმის საქმიანობის შემოწმებასთან დაკავშირებულ დავა, ქალთა მიმართ ან/და ოჯახური ძალადობის აღკვეთასთან დაკავშირებული, არანებაყოფლობით ფსიქიატრიულ დახარებასთან დაკავშირებული, ტერორიზმთან დაკავშირებული პირებისა და გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებით განსაზღვრული პირების ქონებაზე ყადაღის დადებასთან, გადასახადო ორგანოს მიერ კომერციული ბანკისაგან პირის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის მოპოვებასთან დაკავშირებული, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ზიანის ანაზღაურების შესახებ და სხვა
ფაროვდება შემთხვევები, როდესაც სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლეს ექნება შესაძლებლობა განიხილოს საქმე ზეპირი მოსმენის გარეშე
ცვლილებები საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ კანონში
განისაზღვრება რომ აღნიშნული კანონის მოქმედება ასევე გავრცელდება სასამართლოს შესაბამის მოხელეზე (მაგისტრზე) და ყველა უფლება, მოვალეობა და პასუხისმგებლობა, რომელსაც ეს კანონი ადგენს მოსამართლის მიმართ, ეხება მაგისტრსაც.
კანონპროექტები იხ. აქ: https://info.parliament.ge/#law-drafting/14951
ბიუროზე დარეგისტრირდა მარიამ ჯაშის ინიციატივა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ, რომელიც როგორც ინციატორი უთითებს განპირობებულია მედიაწიგნიერების შესახებ განხორციელებული ცვლილებებით კანონმდებლობაში (https://info.parliament.ge/#
ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში
მიღებული რეგულაციებიდან გამომიდნარე, ამოწურვადი რესურსით სარგებლობისათვის აღარ მოხდება ნებართვის გაცემა, თუმცა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 144 პრიმა მუხლი ითვალისწინებს სანქციას ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ნებართვის გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობისათვის. აქედან გამომდინარე, შესაბამისი ცვლილებას ახორციელებენ ამ მუხლში კერძოდ:
კანონპროექტი იხ. აქ: https://info.parliament.
აქ ნახავთ ვინ წარმოგადგენთ პარლამენტში და რა გადაწყვეტილებები მიიღება თქვენი სახელით