ბიუროზე დარეგისტრირდა მთავრობის ინიციატივა (ავტ: შსს) „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ" კანონსა და თანმდევ კანონებში ცვლილებების პროექტი, რომლის შესაბამისად:
მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ კანონის ცვლილებით, საქვეუწყებო დაწესებულებას ექნება უფლებამოსილება შექმნას სსიპ-ი , თუ აღნიშნული გათვალისწინებული იქნება კანონით, ხოლო სსიპ-ების შესახებ კანონში ცვლილებით კი ასევე განისაზღვრება რომ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ შესაძლებელია განახორციელოს სსიპ-ის სახელმწიფო კონტროლი.
კანონპროექტები იხ. აქ: https://info.parliament.ge/#law-drafting/16496
2. ბიუროზე დარეგისტრირდა პარლამენტის წევრების (კილაძე, იონათამიშვილი, ცქიტიშვილი, ბერაია, მათიკაშვილი, ზარდიაშვილი, ოხანაშვილი) ინიციატივა შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. პროექტის შესაბამისად:
მომეტებული საფრთხის შემცველ მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების განმახორციელებელი პირებისათვის შესაბამისი საქმიანობის ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის ვადა გადაიწევს 2018 წლის 14 ნოემბრამდე.
ინიციატივა იხ. აქ: https://info.parliament.ge/#law-drafting/16492
3. ბიუროზე დარეგისტრირდა მთავრობის ინიციატივა „დაცული ტერიტორიების სტატუსის შესახებ" კანონში ცვლილების (თანმდევია 1 კანონპროექტი) თაობაზე, რომლის შესაბამისად:
ხორცელდება ყაზბეგისა ეროვნული პარკის გაფართოება, რეკლასიფიკაციის შედეგად კინტრიშის ეროვნული პარკისა და ნაკრძალის ჩამოყალიბება, ალგეთის ეროვნული პარკის, კინტრიშის დაცული ტერიტორიების, ჭაჭუნის აღკვეთილის, ყორუღის აღკვეთილის, ქცია-ტაბაწყურის აღკვეთილისა და თეთრობის აღკვეთილის კოორდინატების ასახვა კანონში.
კანონპროექტი იხ. აქ: https://info.parliament.ge/#law-drafting/16495
აქ ნახავთ ვინ წარმოგადგენთ პარლამენტში და რა გადაწყვეტილებები მიიღება თქვენი სახელით