საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ მიმდინარე თვეში ორი დისკუსია გამართა.
- 29 ნოემბერს გაიმართა დისკუსია ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მიმართულებით არსებული რეგულაციებისა და საკანონდებლო ცვლილებების შესახებ, რომელსაც პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს და სახალხო დამცველის წარმომადგენლები, სამოქალაქო სექტორის წევრები და შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს უფროსი დაესწრნენ.
- 28 ნოემბერს გაიმართა დისკუსია რეგულირების ზეგავლენის შეფასების (RIA) ამოქმედებასთან დაკავშირებულ პრობლემატურ საკითხებზე, რომელსაც სამოქალაქო სექტორის, პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის და კომიტეტების თანამშრომლები, მთავრობის საპარლამენტო ოფისის წარმომადგენლები დაესწრნენ.


