ბიუროზე დარეგისტრირდა გ. ფოფხაძე, რ. პოღოსიანი, ო. ჩრდილელი ინიციატივა გრანტების შესახებ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ, რომლის თანახმად საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატებს გრანტის გაცემის უფლებამოსილება უნდა მიენიჭოს.
კანონპროექტი იხ. აქ: http://info.parliament.ge/#law-drafting/13884
---------------
ბიუროზე დარეგისტრირდა უმაღლესი განათლების შესახებ კანონში, განათლების ხარისხის განვითარების შესახებ და სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ მთავრობის ინიციატივა. კერძოდ:
განათლების ხარისხის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები:
- გათვალისწინებულია ავტორიზაციის 5 წლიანი ვადის 1 წლით გაგრძელება იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის, რომელთა ავტორიზაციის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა 2011-2015 წლებში
- 2011-2012 წლებში აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების ხელახალი აკრედიტაციის ვადებად განისაზღვრება 2018-2022 წლები
- უფრო დეტალურად გაიწერება საგანმანათლებლო საქმიანობათა ჩამონათვალი, რომლებიც არ ექვემდებარება ავტორიზაციას
- გაითვალისწინებს რეგულაციებს მოსწავლეთა, პროფესიულ სტუდენტთა და სტუდენტთა ადგილების რაოდენობის გაზრდის შესახებ
- და სხვა ცვლილებები
უმაღლესი განათლების შესახებ კანონში ცვლილებები:
- არამხოლოდ უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უსდ-სთან ერთად განხორციელებული ერთობლივი უმაღლესი საგ. პროგრამის, არამედ ნებისმიერი უმაღ. საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაცია შეიძლება განახორციელოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ აღიარებულმა შესაბამისი კომპეტენციის მქონე უცხოურმა ორგანიზაციამ
- და სხვა მნიშვნელოვანი ცვლილებები
სისხლის სამართლის კოდექსში იცვლება უკანონო საგანმანათლებლო საქმიანობის ფორმულირება.
კანონპროექტები იხ. აქ: http://info.parliament.ge/#law-drafting/13888
---------------
ბიუროზე დარეგისტრირდა საავტომობილო გზების შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ მთავრობის ინციატივა, წარმოადგენილი ცვლილებებით:
- წესრიგდება იმ საერთაშორისო და შიდასახელმწ. მნიშვნელობის საავტომობილო გზების მიმდებარედ არსებულ ხე-მცენარეებით დაკავებულ ტერიტორიებზე ხეების მოჭრისა და მერქნიანი მცენარეების ვარჯის ფორმირების საკითხი, რომლებიც არ წარმოადგენს მუნიციპალიტეტის ან კერძო საკუთრებას, არ მდებარეობს სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხულ ტერიტორიაზე (მათ შორის, სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრის კორექტირების შედეგად სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრებს გარეთ დარჩენილ ტერიტორიაზე) და დაცულ ტერიტორიებზე
- და სხვა ცვლილებები
კანონპროექტი იხ. აქ: http://info.parliament.ge/#law-drafting/13881
---------------
ბიუროზე დარეგისტრირდა მთავრობის ინციატივა სახელმწიფო პენსიის შესახებ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ, რომლის თანახმად:
- კანონიდან ამოღებულ იქნა ჩანაწერები, რომელიც უკავშირდება სამედიცინო დაზღვევის საკითხებს (რეგულირდება მთავრობის დადგენილებით) და ასევე ემატება ,,სამედიცინო დაზღვევის“ ამოღების საპირწონედ, შესაბამისი ჩანაწერი ,,სამედიცინო მომსახურების“ მიღებასთან დაკავშირებით ემატება კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში
- პენსიის შეჩერების საფუძვლებს ემატება ,,სხვა საფუძველი, თუ ის გამომდინარეობს ამ კანონიდან (ნაცვლად კონკრეტულ შემთხვევებში შეწყვეტის გამოყენებისა)
- და სხვა ცვლილებები
კანონპროექტი იხილეთ აქ: http://info.parliament.ge/#law-drafting/13887
---------------
ბიუროზე დარეგისტრირდა მთავრობის ინიციატივა საგადასახადო კოდექსსა და სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ, რომელიც მრავალ საკითხს მოიცავს.
სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილებები გულისხმობს შემდეგ საკითხებს:
- დანაშაულად აღარ ჩაითვლება: 1) სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარი ;2) სავალდებულო მარკირებას დაქვემდებარებული არააქციზური საქონლის მარკირების ნიშნის გარეშე გამოშვება, შენახვა, რეალიზაცია ან გადაზიდვა;
- გადასახადისთვის თავის არიდების შემთხვევაში იცვლება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრებისათვის დადგენილი თანხის ოდენობა: 1. გადასახადი დიდ ოდენობად ჩაითვლება, თუ თანხა აღემატება 100 000 ლარს, ნაცვლად არსებული 50 000 ლარისა; 2) გადასახადი განსაკუთრებით დიდ ოდენობად ჩაითვლება, თუ თანხა აღემატება 150 000 ლარს, ნაცვლად არსებული 100 000 ლარისა.
საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებები მათ შორის გულისხმობს შემდეგ საკითხებს:
- გადასახადის გადამხდელისათვის საგადასახადო მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადა გაშვებულად არ ჩაითვლება, თუ საგადასახადო ორგანომ შესაბამისი საგადასახადო მოთხოვნა გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განათავსება ამ ხანდაზმულობის ვადის გასვლამდე
- საგადასახადო ორგანო უფლებამოსილი იქნება გადასცეს ინფორმაცია ლტოლვილთა სამინისტროს დევნილის მიერ მიღებული შემოსავლის შესახებ
- ზუსტდება გადასახადის გადამხდელებისთვის დოკუმენტის ჩაბარების შემთხვევები, კერძოდ ჩაბარებად ჩაითვლება თუ დოკუმენტი ჩაბარდა ამ პირის ეკონომიკური საქმიანობის უშუალოდ განმახორციელებელ პირს
- საშემოსავლო გადასახადისაგან თავისუფლდება „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის შესაბამისად, საკუთრების აღიარების შედეგად წარმოშობილი სარგებელი; საშემოსავლო გადასახადით არ დაიბეგრება მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელი ფიზიკური პირის მიერ წარმოებული ჭარბი ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიანტისათვის მიწოდებით მიღებული შემოსავალი
- გადასახადის გადამხდელს ეძლევა უფლება ჩამოწეროს დაუძლეველი ძალის ზემოქმედების შედეგად განადგურებული ან დაკარგული სასაქონლო‐მატერიალური ფასეულობები საგადასახადო ორგანოსათვის შეტყობინების ვალდებულების და მისი დადასტურების გარეშე.
- საქართველოს ტერიტორიაზე/ ფარგლებს გარეთ ვაგონით/კონტეინერით სარგებლობის მომსახურების გაწევისას საგადასახადო შეღავათით სარგებლობის უფლება მიენიჭება, როგორც საქართველოს რეზიდენტს, ასევე არარეზიდენტს. ამასთან, აღნიშნული შეღავათი გავრცელდება 2014 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. ჩათვლის უფლებით დღგ- საგან თავისუფლდება სახელმწიფო საზღვრის ფარგლებში სამოქალაქო საავიაციო რეისებისა და საავიაციო სამუშაოების განსახორციელებლად ბორტზე მისაწოდებლად განკუთვნილი საწვავის, საპოხი და სხვა დამხმარე საშუალებების იმპორტი ან/და მიწოდება.დამატებით ჩათვლის უფლებით დღგ-ისგან თავისუფლდება ასევე სახელმწიფო საზღვრის ფარგლებში საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის და საავიაციო სამუშაოების მომსახურების გაწევაც.
- საბაჟო პროცედურებთან დაკავშირებულ ზოგერით სამართალდარღვევაზე ფულადი ჯარიმის ნაცვლად შესაძლებელი იქნება გაფრთხილების გამოყენება
- სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დადგება, თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული ან მიწოდებული/მისაწოდებელი საქონლის საბაზრო ღირებულება აღემატება 10 000 ლარს და მოხდება დაჯარიმება 10 000 ლარის ოდენობით.
- და სხვა მნიშვნელოვანი ცვლილებები
კანონპროექტები იხილეთ აქ: http://info.parliament.ge/#law-drafting/13879