1. ბიუროზე დარეგისტრირდა მთავრობის ინიციატივა ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ, რომლის თანახმადაც:
კანონით გათვალისწინებულ დანართის სიას ემატება 15 ნივთიერება
ემატება ჩანაწერი, რომლის თანახმად თუ ნუსხით გათვალისწინებული ნარკოტიკული საშუალების ოდენობა განსაზღვრული არ არის, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საწყის ოდენობად ჩაითვლება მისი ნებისმიერი ოდენობა
ცვლილებების მიზეზად ინიციატორი უთითებს საერთაშორისო აქტებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას.
კანონპროექტები იხ. აქ: http://info.parliament.ge/#law-drafting/14496
2. ბიუროზე დარეგისტრირდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ მთავრობის ინიციატივა, რომლის თანახმად:
არსებული რეგულაციისაგან განსხვავებით შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განმხილველი საბჭო აღარ შეიქმნება სააგენტოში. საბჭო იქნება დამოუკიდებელი და არ დაექვემდებარება არც ერთ ორგანოს.
ვრცლად კანონპროექტი იხ. აქ: http://info.parliament.ge/#law-drafting/14495
3. ბიუროზე დარეგისტრირდა მთავრობის ინიციატივა , რომელიც ითვალსიწინებს ეროვნული ბანკის შესახებ კანონსა და თანმდევ კანონპროექტებში ცვლილებების შეტანას. ცვლილებები მათ შორის ითვალისწინებს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრისათვის იმუნიტეტის მინიჭებას, ბანკების მიერ არაპროფილური აქტივების მართვის პოლიტიკას.
კანონპროექტები დეტალურად და ვრცლად იხ. აქ: http://info.parliament.ge/#law-drafting/13915
4. ბიუროზე დარეგისტრირებულია ემზარ კვიციანის ინიციატივა (ავტორი ზვიად ტომარაძე) საქართველოს მოქალაქეობის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ. ინციატივის თანახმად:
კანონს ემატება ტერმინის „ეთნიკური ქართველის" განმარტება, რომელიც ინიციატორის თანახმად განისაზღვრება შემდეგნაირად: „ეთნიკური ქართველი – პირი რომელიც ატარებს ქართულ გვარს და თავს მიიჩნევს ქართველად"
შეცვლილია მოქალაქეობის მინიჭების წესი: იწყვეტად ცხოვრების 5 წლის ნაცვლად შემოთავაზებულია 10 წელი
ემატება ჩანაწერი მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭების შესახებ საზღვარგარეთ ან საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ ქართველებისათვის (თუკი დააკმაყოფილებენ კანონით დადგენილ სპეციალურ მოთხოვნებს)
იხ. კანონპროექტი: http://info.parliament.ge/#law-drafting/14403
5. ბიუროზე დარეგისტრირდა ახალი კანონის პროექტი ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ, რომლის ინიციატორია მთავრობა. ცვლილებები მათ შორის ითვალისწინებს არსებული რეგულაციებიდან განსხვავებით ახალი კანონპროექტით სპეციალური სასაზღვრო ღონისძიებები პატენტზე გავრცელების საკითხსაც.
იხ. კანონპროექტი: http://info.parliament.ge/#law-drafting/14405
აქ ნახავთ ვინ წარმოგადგენთ პარლამენტში და რა გადაწყვეტილებები მიიღება თქვენი სახელით