1.ბიუროზე დარეგისტრირდა რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ გ. კახიანის ინიციატივა, რომლის თანახმად:
ცვლილება ითვალისწინებს საქართველოს პარლამენტში არსებული საქართველოს თავისუფლების ორდენის ნაცვლად თავისუფლების საპარლამენტო ორდენის დაწესებას.
იცვლება საბიუჯეტო ოფისის მაკოორდინირებელი ორგანოს - სამეთვალყურეო საბჭოს დაკომპლექტების წესი. კერძოდ, ცვლილების თანახმად, პარლამენტის თავმჯდომარისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის გარდა სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობაში იქნება ფრაქციების თითო წარმომადგენელი
კანონპროექტი იხ. აქ: http://info.parliament.ge/#law-drafting/14511
2. ბიუროზე დარეგისტრირდა ახალი კანონის პროექტი საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ და მისი თანმდევი ცვლილების პროექტი სხვა საკანონმდებლო აქტებში. წარმოდგენილი ცვლილებებით:
განსაზღვრულია და დაკონკრეტებულია სხვადასხვა კატეგორიის შინაარში, მათ შორის: შრომის ანაზღაურების შინაარსი, რომელიც განისაზღვრა როგორც საჯარო დაწესებულებაში არსებული თანამდებობებისათვის/პოზიციებისათვის განსაზღვრულ თანამდებობრივ სარგო, აგრეთვე კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში შესაბამის სახელფასო დანამატი, საკლასო დანამატს და ფულად ჯილდო.
3. საჯარო სამსახურის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები:
კონკრეტდება სახელმწიფო მოსამსახურის ცნება და სახელმწიფო მოსამსახურის პირთა წრეს ემატება თავად სახელმწიფო მოსამსახურის მოადგილის თანამდებობა
ცვლილება შედის შრომითი ხელშეკრულებით საჯარო სამსახურში პირის მიღების წესშიც და განისაზღვრება, რომ არამუდმივი ამოცანების შესასრულებლად პირის სამსახურში მიღება შესაძლებელია გამარტივებული საჯარო კონკურსის გარეშე
კანონპროექტთა პაკეტი იხ. აქ: http://info.parliament.ge/#law-drafting/14513
აქ ნახავთ ვინ წარმოგადგენთ პარლამენტში და რა გადაწყვეტილებები მიიღება თქვენი სახელით