14 დეკემბერს ინტერფრაქციული ჯგუფისა და საქართველოს ღია პარლამენტის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე განიხილეს ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საბჭოს შექმნის საკითხი და მასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში შესატანი ცვლილებები, კონცეფცია და დებულება.
შეხვედრაზე სამუშაო ჯგუფის წევრებმა ასევე მოისმინეს და იმსჯელეს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმაში ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი ინიციატივების განხორციელების შესახებ. ინიციატივის ავტორმა ორგანიზაციებმა, მათ შორის საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს წარმომადგენლებმა, ვრცლად ისაუბრეს თითოეული ვალდებულების განხორციელების ეტაპებზე, მათ შორის უკვე მიღწეულ პროგრესზე და შემდგომ ნაბიჯებზე.
საპარლამენტო ღიაობის სამოქმედო გეგმაში საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქარველოს ექვსი რეკომენდაცია იქნა გათვალისწინებული, რომლებიც შეეხება საკანონმდებლო განხილვებში პირთა ფიზიკური დასწრების უზრუნველყოფას, დღის წესრიგში ცვლილების შეტანის დასაბუთების ვალდებულებას, ასევე განმარტებითი ბარათის შინაარსობრივი მხარის გაუმჯობესება და ანგარიშებისა და დასკვნების პროაქტიულად გამოქვეყნებას.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული: http://bit.ly/1O6iOJI
აქ ნახავთ ვინ წარმოგადგენთ პარლამენტში და რა გადაწყვეტილებები მიიღება თქვენი სახელით