მიმდინარეობს საიტის განახლება.

შემოქმედებითი ნაწარმოების გავრცელებასთან დაკავშრებით ცვლილებები ინცირებულია

14 მაისი 2018

159-ე ბიუროს სხდომა

1. ბიუროზე დარეგისტრირებულია ე. ბესელიას და ლ. გოგიჩაიშვილის ინიციატივა სამოქალაქო საპროცესო კოდექსსსა და კულტურის შესახებ კანონში ცვლილებების პროექტი, რომლის შესაბამისად:

  • ცვლილებით ხდება სასამართლოებისადმი დაქვემდებარებულ სამოქალაქო საქმეების ჩამონათვალში შემოქმედებითი ნაწარმოების გავრცელების აკრძალვასთან დაკავშირებული საქმეების დამატება, თუ ნაწარმოების გავრცელება ლახავს სხვათა უფლებებს

  • კულტურის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებებით მოქმედ ნორმას ემატება ჩანაწერი, რომლის შესამისად განისაზღვრება რომ შემოქმედებითი ნაწარმოების გავრცელების აკრძალვა დასაშვებია მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით. ხოლო რაც შეეხება აკრძალვის შემთხვევებს ცვლილების შესაბამისად მუხლი ყალიბდება შემდეგი რედაქციით:  „დაუშვებელია შემოქმედებით პროცესში ჩარევა, შემოქმედებითი საქმიანობის ცენზურა, შემოქმედებითი ნაწარმოების გავრცელების აკრძალვა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს ლახავს სხვა ადამიანის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს, აღვივებს ეროვნულ, ეთნიკურ, რელიგიურ და რასობრივ შუღლს, ქადაგებს ომსა და ძალადობას, პროპაგანდას უწევს პორნოგრაფიას. შემოქმედებითი ნაწარმოების გავრცელების აკრძალვა დასაშვებია მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით "

ინიციატივა იხ. აქ: https://info.parliament.ge/#law-drafting/15596

2. ბიუროზე დარეგისტრირდა პარლამენტის წევრების ინიციატივა სახალხო დამცველის შესახებ კანონსა და თანმდევ კანონებში ცვლილებების შეტანის თაობაზე. როგორც ინიციატორები უთითებენ ამ ცვლილებების მიზეზია კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანა. პროექტის მიხედვით:

  • კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებებით პარლამენტის თანხმობა აუცილებელია მხოლოდ საქართველოს სახალხო დამცველის დაკავების ან დაპატიმრების, მისი საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის, მანქანის ან პირადი გაჩხრეკის შემთხვევებში, ხოლო სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა პარლამენტის თანხმობას არ საჭიროებს, ეს რეგულაცია აისახება სახალხო დამცველი შესახებ კანონშიც

  • სახალხო დამცველის არჩევის ვადად განისაზღვრება 6 წელი, ნაცვლად 5 წლისა. ამასთან, განისაზღვრება, რომ სახალხო დამცველის არჩევისა და მისი უფლებამოსილების შეწყვეტისათვის საჭიროა პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეხუთედის გადაწყვეტილება, ნაცვლად სრული შემადგენლობის უმრავლესობისა

  • კონსტიტუციის ცვლილებების შესაბამისად სახალხო დამცველის შესახებ კანონშიც განისაზღვრება რომ  სახალხო დამცველად ერთი და იმავე პირის ზედიზედ ორჯერ არჩევა დაუშვებელია

ინიციატივა იხ. აქ:  https://info.parliament.ge/#law-drafting/15633

3. ბიუროზე დარეგისტრირდა მთავრობის ინიციატივა შემოსავლების სამსახურის შესახებ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, რომლის შესაბამისად:

  • განისაზღვრება, რომ შემოსავლების სამსახურის თანამშრომელს, რომელსაც უწევს სამსახურებრივი გადაადგილება რომელიმე სხვა მუნიციპალიტეტში, რაც დაკავშირებულია ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შეცვლასთან, საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფს და ამ მიზნით ბინას ქირაობს სამსახური. ამასთან, პროექტით განისაზღვრება, რომ თანამშრომლის საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოფის წესსა და პირობებს ამტკიცებს და გადაწყვეტილებას თანამშრომლის საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოფის თაობაზე იღებს სამსახურის უფროსი

ინიციატივა იხ. აქ: https://info.parliament.ge/#law-drafting/15597

 

ჩემი პარლამენტი

აქ ნახავთ ვინ წარმოგადგენთ პარლამენტში და რა გადაწყვეტილებები მიიღება თქვენი სახელით