1. ბიუროზე დარეგისტრირდა საგზაო მოძრაობის შესახებ და თანმდევ კანონებში ცვლილებების შეტანის შესახებ მთავრობის ინიციატივა.
საგზაო მოძრაობის შესახებ კანონში ცვლილებების თანახმად:
- პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება განისაზღვრება შემდეგნაირად: ტექნიკური ოპერაციებისა და პროცედურების ერთობლიობა, რომლის მეშვეობითაც დაწესებული პერიოდულობით დგინდება ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ძირითადი ელემენტების ტექნიკური მდგომარეობა და ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვეულ გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებათა შემადგენლობა.
- საქართველოს ტერიტორიაზე ექსპლუატაციაში არსებული და დადგ. წესით რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალება ექვემდებარება პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას სსიპ აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის მიერ შესაბამის სფეროში აკრედიტებულ ინსპექტირების ცენტრებში.
- ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების შენობა-ნაგებობების, აღჭურვილობის და პერსონალის ტექნიკური კვალიფიკაციის მიმართ მოთხოვნები უნდა განისაზღვროს საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით
- ის ავტოსატრანსპორტო საშუალებები, რომლებსაც გზისთვის ვარგისობაზე ტესტირება, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ჩაუტარდათ 2018 წლის 1 იანვრამდე, არ საჭიროებენ პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას ჩატარებული ავტოსატრანსპორტო საშუალების ტესტირების დარჩენილი პერიოდის ამოწურვამდე
ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში:
- იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვა, რომელსაც არ გაუვლია პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება დადგენილი წესით გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 50ლარის ოდენობით.
- ისეთი ავტოსატრანსპორტო საშუალების სამართავად/საექსპლუატაციოდ გადაცემა/დაშვება, რომელსაც არ გაუვლია პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება დადგენილი წესით გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის ან/და ინდივიდუალური მეწარმის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით
- მითითებულ სამართალდარღვევისთვის პირს პასუხისმგებლობა დაეკისრება სამართალდარღვევის ფაქტის ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებისას, თუ შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირი სამართალდარღვევის ფაქტზე შემთხვევის ადგილზე არ გამოწერს საჯარიმო ქვითარს
კანონპროექტი იხ. აქ: https://info.parliament.ge/#law-drafting/14661
2. ბიუროზე დარეგისტრირდა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის ინიციატივა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ, რომლის თანახმად:
- საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ავტობუსით ან სამარშრუტო ტაქსით (მიკროავტობუსით) უბილეთოდ მგზავრობა გამოიწვევს დაჯარიმებას 20 ლარის ოდენობით (მოქმედი რეგულაციით 5 ლარი)
- ემატება მითითება იმის შესახებ, რომ მგზავრმა მგზავრობის დასაწყისიდანვე შეიძინოს ბილეთი ან ელექტრონული გადახდის საშუალებით განახორციელოს მგზავრობის ტარიფით განსაზღვრული თანხის გადახდა
- საურავის ოდენობა განისაზღვრება დაკისრებული ჯარიმის ორმაგი ოდენობით (მოქმედი რეგულაციით 50 ლარი)
კანონპროექტი იხ. აქ: https://info.parliament.ge/#law-drafting/14654
3. ბიუროზე საკანონმდებლო ინიციატივად დარეგისტრირდა ეროვნული მარეგულირებელი კომისიის მიერ თავდაპირველად წარდგენილი საკანონმდებლო წინადადება (https://info.parliament.ge/#law-drafting/13554) მაუწყებლობის შესახებ და თანმდევ კანონებში ცვლილებების შეტანის თაობაზე, რომელიც მათ შორის გულისხმობს:
- მედია წიგნიერების საკანონმდებლო დეფინიციის განსაზღვრას
- კომისიის ფუნქციებს ემატება მედია წიგნიერების განვითარების ხელშეწყობის ფუნქცია, აღნიშნულის განხორციელების შესახებ უნდა იყოს აღნიშნული ასევე კომისიის ანგარიშში
კანონპროექტები იხ. აქ: https://info.parliament.ge/#law-drafting/14655