ბიუროზე დარეგისტრირდა საქართველოს კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების პროექტი, რომლის მიზანს წარმოადგენს ვენეციის კომისიის მიერ გამოთქმული რეკომენდაციების ასახვა საქართველოს კონსტიტუციის ახალ რედაქციაში. ცვლილებებით:
- ზუსტდება რწმენის, აღმსარებლობისა და სინდისის თავისუფლების შეზღუდვის კონსტიტუციური საფუძვლები და ხდება ახალი რედაქციიდან სიტყვების – „სახელმწიფო უსაფრთხოება“, „დანაშაულის თავიდან აცილება“ და „მართლმსაჯულების განხორციელება“ ამოღება
- ხდება ე. წ. ბონუსის სისტემის ამოღება
- საარჩევნო ნორმებისა და არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით 3 თვით იზრდება შესაბამისი სარჩელის განხილვის ვადები. უქმდება ჩანაწერი, რომლის თანახმადაც, არჩევნების კონსტიტუციურობის საკითხს საკონსტიტუციო სასამართლო წყვეტს სიითი შემადგენლობის სრული თანხმობით
- მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა, გარდა პოლიტიკური პარტიებისა, ექნებათ პოლიტიკური პარტიების საარჩევნო ბლოკებსაც
- ტერმინი „ხმოსანი“ იცვლება ტერმინით – „საარჩევნო კოლეგიის წევრი“
კანონპროექტი იხ.აქ: https://info.parliament.ge/#law-drafting/14653
ასევე შეიქმნა საყოველთაო სახალხო-განხილვის საორგანიზაციო კომიტეტი შემდეგი შემადგენლობით:
- ირაკლი კობახიძე
- თამარ ჩუგოშვილი
- ირმა ინაშვილი
- არჩილ თალაკვაძე
- მამუკა მდინარაძე
- სალომე ზურაბიშვილი
- ვასილ გონაშვილი
- თენგიზ შარმანაშვილი
- ლაშა ტუღუში
- თორნიკე ჭეიშვილი