შეკითხვა დეპუტატს: გიორგი ლომია
გამარჯობათ!
ბატონო გიორგი
საქართველოს პარლამენტის ფრაქცია --,,საქართველოს პატრიოტების“ მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი: ,,ბოლო საცხოვრისის მიმართ იძულებითი აღსრულების შესახებ,“ ,,სააღსრულებლო წარმოებათა შესახებ“, საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, ,,ნოტარიატის შესახებ“, საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, ამ კანონპროექტთან დაკავშირებით თუ იგეგმება მსჯელობა? ან რაიმე სხვა სასიკეთო პროექტის შემუშავება? თუ ასეთი ჰუმანური პროექტი: ,,ბოლო საცხოვრისი" ასე გაქრება და არ ექნება არანაირი მოწონება და განვითარება? ამას ხომ დიდი იმედით ველოდით? გთხოვთ მიპასუხოთ იგეგმება თუ არა კიდევ განხილვა და როდისთვის?
აქ ნახავთ ვინ წარმოგადგენთ პარლამენტში და რა გადაწყვეტილებები მიიღება თქვენი სახელით