მიმდინარეობს საიტის განახლება.

contact mp icon შეკითხვა დეპუტატს: ანრი ოხანაშვილი

ეკატერინე 23 ივნისი 2020

ბატონო ანრი,
როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, მოგმართავთ, თხოვნით გამიზიაროთ სამართლებრივი ნორმის მიღების საფუძველი და მისი თანხვედრა სხვა ნორმატიულ აქტთან.
კერძოდ, საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 97-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად " ქუჩაზე, მოედანზე, ხიდზე, ტროტუარზე, გვირაბში და მიწის ნაკვეთებს შორის გასასვლელში დაუშვებელია შენობა-ნაგებობის (გარდა განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის შენობა-ნაგებობისა) მშენებლობა, ხოლო პარკში, ბაღში, სკვერში და სხვა, მსგავს სივრცეში დაუშვებელია ისეთი შენობა-ნაგებობის მშენებლობა, რომელსაც არ აქვს საერთო სარგებლობის საზოგადოებრივი ან სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა.". აღნიშნული მუხლი, ცხადად კრძალავს ყოველგვარ მშენებლობას ზემოხსენებულ ტერიტორიებზე, გარდა იმ შემთხვევისა, თუკი აღნიშნული არ წარმოადგენს განსაკუთრებული სახელწმიფოებრივი მნიშვნელობის ობიექტს.
ზემოხსენებული კოდექსის საფუძველზე, 2019 წლის 3 ივნისს მიღებულ იქნა საქართველოს მთავრობის N261-ე დადგენილება "ტერიტორიების გამოყენების და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების შესახებ". აღნიშნული დადგენილების მე-2 მუხლის "ჟ" პუნქტის თანახმად, "ჟ) გზა – ქვეითის ან/და ტრანსპორტის გადაადგილებისათვის განკუთვნილი სივრცე, მათ შორის, ქუჩა, ჩიხი, ლიანდაგი, საბაგირო, ტროტუარი, გვერდულა, გამყოფი ზოლი, ველობილიკი. გზა შეიძლება იყოს როგორც საერთო სარგებლობის, ისე კერძო;".
ამავე დადგენილების 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, "2. მაგისტრალური (საერთო სარგებლობის) საინჟინრო ინფრასტრუქტურის ტერიტორიაზე დასაშვებია შემდეგი ზელოკალური ქსელის არსებობა:
ა) მიწისზედა;". ამავე კოდექსის 32-ე მუხლის მიხედვით:
"მუხლი 32. ზელოკალური და ლოკალური სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ტერიტორია და ობიექტები
1. ზელოკალური სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ტერიტორია გულისხმობს შემდეგი სახის ტერიტორიების და ობიექტების არსებობას:
ბ) რკინიგზა (მათ შორის, ტრამვაი, ფუნიკულიორი და მეტრო);"
საქართველოს მთავრობის დადგენილება ზემოჩამოთვლილი მუხლების გათვალისწინებით, არ კრძალავს ქუჩაზე კერძო პირის მიერ სარკინიგზო ჩიხის გაყვანაზე ნებართვის გაცემას, განსხვავებით კოდექსის 97-ე მუხლის მე-6 პუნქტისა.
გთხოვთ, გამოიკვლიოთ აღნიშნული სამართლებრივი აქტები და მომაწოდოთ ინფორმაცია, რის აკრძალვას გულისხმობს 97-ე მუხლი კონკრეტულად (რას ითვლება განსაკუთრებულ სახელმწიფოებრივი დანიშნულების ობიექტებში) და ხომ არ გამორიცხავს საქართველოს მთავრობის 261-ე დადგენილების 31-ე მუხლი და კოდექსის 97-ე მუხლი ერთმანეთს? წარმოადგენს თუ არა 261-ე დადგენილების 31-ე მუხლი კოდექსის 97-ე მუხლის დაზუსტებას და აქვთ თუ არა აღნიშნულ მუხლებს რაიმე კავშირი? ვინაიდან, კოდექსი და კანონქვემდებარე აქტი თავისი შინაარსით ეწინააღმდეგებიან ერთმანეთს.

ანრი ოხანაშვილი ჯერჯერობით პასუხგაუცემელია

question mark icon ბოლო კითხვები

ანრი ოხანაშვილი
კითხვა: ბატონო ანრი, როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, მოგმართავთ, თხოვნით გამიზიაროთ სამართლებრივი ნორმის მიღების საფუძველი და მისი თანხვედრა სხვა ნორმატიულ აქტთან.
არჩილ თალაკვაძე
კითხვა: მოგესალმებით და მაქვს ასეთი კითხვა.მაინტერესებს უახლოეს მომავალში იგეგმება თუ არა პატიმართა ამნისტია რომელიც ამ მძიმე პერიოდში ყველაზე ჰუმანური ნაბიჯი იქნება,გემიდარებით უპასუხოდ არ დამტოვოთ
ემზარ კვიციანი
კითხვა: გთოვთ მომაწოდოთ იმფორმაცია, თუ რა ინიციატივებით, წინახადეებით და განხილვის მოთხოვნებით წარმდგარა პატრიოტთა ალიანსი პარლამენტის წინაშე, მისი წევრობის პერიოდში. პატივისცემით.
ეკა ბესელია
კითხვა: გამარჯობათ ქ.ეკა იგეგმება თუ არა 2020 წლისთვის ამინისტია?იქნებ რამით გმოგვცეს მომავლის იმედი ვინმემ.ჩემი აზრით ახალგაზრდებს სჭირდება განვითარება და რეალიზება საზოგადოებაში და არა სასჯელის მოხდა წლო

ჩემი პარლამენტი

აქ ნახავთ ვინ წარმოგადგენთ პარლამენტში და რა გადაწყვეტილებები მიიღება თქვენი სახელით