გამარჯობა ბატონო ირაკლი, მოგმართავთ როგორც თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავჯდომარეს კითხვითა და შემოთავაზებით, არის თუ არა შესაძლებელი ინფორმაციული ტექნოლოგიების/კომპიუტერული მეცნიერებისა და ინჟინერიის ბაკალავრების ან მაგისტრების გაწვევა მოხდეს მათთვის განკუთვნილ თავდაცვის სპეციალურ რიგებში, რომელიც ფოკუსირებული იქნება იმაზე, რომ აიტი სპეციალისტებმა საკუთარი ცოდნა არ დაკარგონ და გაიღრმავონ კიდეც, გამომდინარე ამ სფეროს განვითარების სწრაფი ტემპებიდან, მათთვის თანამედროვე ტექნოლოგიებთან ერთწლიანი არ წვდომა ძალიან აფერხებს მათ განვითარებას და ზოგჯერ სავალდებულო სამსახურიდან დაბრუნებულებს ხვდებათ განსხვავებული ვერსიის ტექნოლოგიები. ჩემი აზრით, აიტი ქვეჯგუფის შექმნა იქნება მომგებიანი როგორც სახელმწიფოსთვის, ისევე მოქალაქეებისთვის. მსგავსი პრაქტიკის მშვენიერი მაგალითია მეგობარი სახელმწიფოს, ბელარუსის "ინფორმაციული ტექნოლოგიების დანაყოფი". მადლობა და ნახვამდის.
აქ ნახავთ ვინ წარმოგადგენთ პარლამენტში და რა გადაწყვეტილებები მიიღება თქვენი სახელით